• ქართული
  • English
  •  
    (995 422) 24 22 22
    1152
    ზარის შეკვეთა
    ქართული
     
    სიახლეების არქივი

    მედია ტური

    ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2019

    შპსბათუმის წყალმა“ მსოფლიო საერთაშორისო წყლის მონიტორინგის დღესთან დაკავშირებით სათავე ნაგებობებზე და წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე მედია ტური მოაწყო.

    ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ჩაისუბნის წყლის სათავე ნაგებობა, ინჯალოს წყლის რეზერვუარი და ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები.

    სასმელი წყლის მოპოვება და მოსახლეობამდე დისტრიბუცია რთული პროცესია და რამდენიმე ეტაპს გადის: წყალაღება, წყლის დამუშავება, რეზერვუარამდე დისტრიბუცია, მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება და საბოლოოდ, წყალარინების გაწმენდითი სამუშაოები.

    სალიბაურის რეზერვუარში, მედიის წარმომადგენლებსბათუმის წყლისწარმომადგენლები შეხვდა. ჟურნალისტები რეზრვუარში წყლის ხარისხის ყოველდღიური მონიტორინგის პროცესს და წყლის ლაბორატორიული შემოწმების ერთ-ერთ მეთოდს ადგილზე გაეცნენ.

    ჟურნალისტებს პრესტურის ფარგლებში, ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობაში მრავალჯერადი მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდის პრინციპი, წყალმომარაგების სამსახურის უფროსმა ირაკლი ბაკურაძემ და გამწმენდი ნაგებობის უფროსმა ლუკა კიკნაძემ და გააცნო.   

    მსოფლიო საერთაშორისო წყლის მონიტორინგის დღე American Clean Water Foundation-ის მიერ 2003 წელს დაწესდა.

    ამ დღის ძირითადი მიზანია მოქალაქეებში ამაღლდეს ცნობიერება წყლის რესურსების, წყლის სასმელად გადამუშავებისა და ჩამდინარე წყლების ზღვაში ჩაშვებასთან დაკავშირებით.