მოსახლეობის წყალარინების და სანიაღვრე სისტემების ახალ ქსელზე გადართვა მიმდინარეობს
ოთხშაბათი, 11 სექტემბერი, 2019
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბარცხანაში მოსახლეობის წყალარინების და სანიაღვრე სისტემების ახალ ქსელზე გადართვა მიმდინარეობს.
შპს „ბათუმის წყალი“ ამ ეტაპზე სამუშაოებს შრომის ქუჩაზე აწარმოებს. წყალარინების ახალ ქსელზე 50-ზე მეტი აბონენტი დაერთდება.
მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, წყალარინების ახალ ქსელზე 1000-ზე მეტი, სანიაღვრე ქსელზე კი, 700-ზე მეტი აბონენტი გადაერთო.
ბარცხანის დასახლების წყალარინების ცენტრალური ქსელი და სატუმბი სადგური მუნიციპალიტეტისა და KFW თანამშრმლობისა და პროექტის ფარგლებში მოეწყო.