ფეხბურთელების ადჯილდოვება
ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი, 2019
შპს „ბათუმის წყლის“ საფეხბურთო გუნდს, აჭარის მინი ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი და თასი გადაეცა.შპს ,,ბათუმის წყლის'' საფეხბურთო გუნდი მინი ფეხბურთში, რომელიც ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გუნდებს შორის მიმდინარეობდა, ჩემპიონი 29 სექტემბერს გახდა.
ფინალურ სერიაში, ,,ბათუმის წყლის'' გუნდი ხელვაჩაურის მერიის საფეხბურთო გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე შეხვედრაში 6:5 დაამარცხა.
შპს „ბათუმის წყლის“ საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი რუსლან ჩუბინიძე:
„აჭარის მუნიციპალიტეტების 8 საუკეთესო გუნდებს შორის, ჩვენმა ბიჭებმა ჩემპიონობა უკვე მეშვიდეთ მოიპოვეს. ვულოცავ მათ ამ ღირსეულ გამარჯვებას და ჩვენს გულშემატკივრებს, მომავალ შეხვედრებში საუკეთესო შედეგებს ვპირდებით. მადლობა გვსურს გადავუხადოთ, კომპანიის ხელმძღვანელობასა და ყველა თანამშრომელს“.