• ქართული
  • English
  •  
    (995 422) 24 22 22
    1152
    ზარის შეკვეთა
    ქართული
     
    სიახლეების არქივი

    ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, მე-9 შესახვევში სანიაღვრე ქსელის მოწყობა დასრულდა

    შაბათი, 8 აგვისტო, 2020

    სამუშაოების ფარგლებში 72 გრძივ მეტრზე ახალი ქსელი მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე წლების განმავლობაში, სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, წვიმის დროს საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები იტბორებოდა.

    სამუშაოებს, „ბათუმის წყლისგენერალური დირექტორი, მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცნო.

    მოსახლოებისთვის აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, ბათუმის წყალმა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, მე-9 შესახვევში სანიაღვრე ქსელის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო. ქსელის სიგრძე 72 გრძივი მეტრია და აღნიშნულ ქუჩაზე არსებულ სანიაღვრე ქსელს უერთდება. აღსანიშნავია, რომ სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების მიზნით, სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე ერთდროულად ვახორციელებთ.