• ქართული
  • English
  •  
    (995 422) 24 22 22
    1152
    ზარის შეკვეთა
    ქართული
     
    სიახლეების არქივი

    შპს ,,ბათუმის წყალი“-ს ლაბორატორიამ, აკრედიტაციის მოთხოვნა ISO / IEC 17025 და ISO 15189 შესაბამისად წარმატებით გაიარა

    პარასკევი, 13 სექტემბერი, 2019

    შპს ,,ბათუმის წყალი“-ს ლაბორატორიამ, აკრედიტაციის მოთხოვნა ISO / IEC 17025 და ISO 15189 შესაბამისად  წარმატებით გაიარა

     შპს ,,ბათუმის წყალი“-ს ქიმიურ-ბაქტერიოლოგიურმა საგამოცდო ლაბორატორიამ, აკრედიტაციის მოთხოვნა ISO / IEC 17025 და ISO 15189 შესაბამისად  წარმატებით გაიარა.

    ლაბორატორიის უფროსი ლანა კეკუტია: ,, მოგახსენებთ, რომ ქიმიკოსებმა - დიდი ბრიტანეთის სასურსათო პროდუქციისა და გარემოს კვლევების საერთაშორისო სააგენტოს (FERA) მიერ FAPAS-ის სქემებით განხორციელებულ PT ტესტი, რაც ითვალისწინებდა სასმელ წყალში ძირითადი არაორგანული ნივთიერებების აღმოჩენა - ქლორიდები, სულფატები, საერთო სიხისტე, კალციუმი, მაგნიუმი, ფტორიდები. ჩვენი ლაბორატორიიის ბაქტერიოლოგებმა კი -  დიდი ბრიტანეტის ეროვნული ინსტიტუტის მიერ LGC -ის სქემით განხორციელებულ  PT ტესტი  - სასმელ,  ზღვის/ჩამდინარე და ავზის წყალში მიკრობიოლოგიური   კვლევები  IDEXX -მეთოდით  შემდეგ რიცხობრივ მაჩვენებლებზე :

    ა) საეთო კოლიფორმული ბაქტერიების აღმოჩენა და დათვლა;                                                         

    ბ) ფეკალური კოლიფორმული ბაქტერიების აღმოჩენა და დათვლა;                                                  

    გ)  ფეკალური სტრეპტოკოკების აღმოჩენა და დათვლა;                                                                  

    დ) E.coli -ს აღმოჩენა და დათვლა“.

    ოთხწლიანმა  სტატისტიკურმა ანგარიშებმა ცხადყო რომ, შპს ,,ბათუმის წყალი“-ს  საგამოცდო ლაბორატორია წარმატებით ატარებს  ლაბორატორიულ კვლევებს, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს  თავის კომპეტენტურობას და შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17025:2017:2018 ის მოთხოვნების შესაბამისად.