უცხოელი ექსპერტის ვიზიტი ქიმიურ-ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში
პარასკევი, 9 აგვისტო, 2019
30 ივლისაიდან 7 აგვისტოს ჩათვლით შპს ბათუმის წყალი“-ს ქიმიურ-ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა საერთაშორისო ექსპერტი ქიმიურ და მიკრობიოლოგიური ანალიზის საკითხებში მარტინ ბოენკე, რომელიც გაეცნო ლაბორატორიის მუშაობის პრინციპებს, დაესწრო საკვლევი ნიმუშების აღების და ანალიზების მიმდინარეობის პროცესს. ექსპერტმა დადებითად შეაფასა ლაბორატორიის საქმიანობა და შესაძლებლობა გაიზარდოს სასმელი, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების საკვლევი პარამეტრების სფერო, უახლესი აპარტურების გამოყენებით.