უხვი ნალექების შედეგების ლიკვიდაცია
ორშაბათი, 5 აგვისტო, 2019
5 აგვისტოს უხვი ნალექის გამო შპს „ბათუმის წყალის“ სანიაღვრე ბრიგადები და სპეცტექნიკა დღის განმავლობაში აწარმოებდა სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდით სამუშაოებს შემდეგ მისამართებზე: იმედაშვილის ქუჩა №16, ჭავჭავაძის და ლერმონტოვის კვეთა, ლერმონტოვის და ორბელიანის კვეთა, ჭავჭავაძის და მახარაძის კვეთა, სულაბერიძის ქუჩა №49, გორგასალის ქუჩა №134-136, ზედაღელეს ქუჩა, გენ აბაშიძის ქუჩა №36, ინასარიძის ქუჩა №8, ოპიზრების ქუჩა. აეროპორტის გზატკეცილი №1-ის მიმდებარედ გარემონტდა ერთი გვერდული სანიაღვრე ჭა. პარალელურად მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა.