• ქართული
  • English
  •  
    (995 422) 24 22 22
    1152
    ზარის შეკვეთა
    ქართული
     
    სიახლეების არქივი

    უხვი ნალექი ბათუმში

    შაბათი, 7 სექტემბერი, 2019

    ქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო შპს „ბათუმის წყალი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

    ჭებისა და არხების გაწმენდის მიზნით, „ბათუმის წყლის“ სპეციალური ტექნიკა რამდენიმე ქუჩაზე მუშაობს.

    მიმდინარეობს დატობორილი ტერიტორიების ამოტუმბვითი სამუშაოები.

    ადგილზე იმყოფება ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორი მარინე გვიანიძე.

     შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორი მარინე გვიანიძე: „ქალაქის მასშტაბით მოულოდნელად მოსულმა უხვა ნალექმა გარკვეული ტერიტორიების ძლიერი დატბორვა გამოიწვია. საცხოვრებელი ტერიტორიის დატბორვის ფაქტი დემეტრე თავდადებულისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთასთან დაფიქსირდა. მობილიზებული იყო „ბათუმის წყლის“ სპეციალური ტექნიკა და აწარმოებდნენ ამოტუმბვით სამუშაოებს”.