ხატია ჩახვაძე ბაქტერიოლოგი
ოთხშაბათი, 25 სექტემბერი, 2019
ხატია ჩახვაძე ბაქტერიოლოგია, „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიაში ასაკით ყველაზე პატარაა. საქმეში ყველაზე მეტად ახალ-ახალი გამოწვევები, განვითარების დიდი პოტენციალი და სხვადასხვაგვარი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა იზიდავს. ამბობს, რომ ლაბორატორიის სფერო პრაქტიკაში კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა.
წარმატებით გაიარა დიდი ბრიტანეთის ეროვნული ინსტიტუტის მიერ LGC-ის სქემით განხორციელებული PT ტესტი, სასმელ წყალში მიკრობიოლოგიური კვლევები IDEXX მეთოდით. შემდეგ რიცხობრივ მაჩვენებლებზე: საერთო კოლიფორმული ბაქტერიების, E-coli-ის და ფეკალური კოლიფორმული ბაქტერიების აღმოჩენა და დათვლა.
მონდომებას, შრომისმოყვარეობას, ერთგულებასა და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას ვთვლი წარმატების საფუძვლად.