• ქართული
  • English
  •  
    პროექტები
    ბათუმის მუნიციპალური ინსფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება
    ქ.ბათუმის მერიის და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი KfW-ს ერთობლივი პროექტი
    მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რებილიტაცია დაიწყო 2005 წ. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევით. პროექტი რამდენიმე ეტაპად ხორციელდება:
    I ფაზა 2007-2010 წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები “ძველ” ბათუმში, წყალარინების A და B სატუმბო სადგურების რეაბილიტაცია, ჩაქვის გადამცემი მაგისტრალის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
    II ფაზა 2008-2012 ბათუმის ცენტრალური უბნების წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების, ადლიის წყალარინების გამწმნედი ობიექტის მშენებლობა, აჭარის სამხრეთ სანაპირო ზოლზე წყალარინების ქსელის და 6 წყალარინების სატუმბო სადგურის მშენებლობა
    III ფაზა 2012-2017 ბათუმში ე.წ. “ჭაობის”, ბენზეს, და სხვა წყლისა და წყლარინების ქსელების რეაბილიტაცია; ასევე, აჭარის ჩრდილოეთ სანაპიროს- ჩაქვის სოფლების წყლის და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია);
    IV ფაზა 2016-2020 წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაცია ბათუმის ნახევრად ურბანულ რაიონებში. სანიაღვრე წყლების კონცეფციის შემუშვება და სანიაღვრე სისტემის შემუშავება.
    წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა ხელვაჩაურის შემოერთებულ ტერიტორიაზე
    ქ.ბათუმის მერიის და შპს „ბათუმის წყალი“-ს ერთობლივი პროექტი
    პროექტის მიხედვით წყალმომარაგების ქსელის საერთო სიგრძე, მაგისტრალური და შიდა დაქსელვის ჩათვლით, 85 კილიმეტრს შეადგენს. მისი საერთო ღირებულება 14 მილიონი ლარია. პროექტის მიზანია თვითდენით, საწნევო ტუმბოების გარეშე 8000-მდე აბონენტის უწყვეტი, 24 საათიანი წყალმომარაგება.
    I ეტაპი 2019 I კვარტალი წყალმომარაგების ქსელის შექმნა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მონაკვეთში. სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 700 ათას ლარი.
    II ეტაპი 2019 IV კვარტალი გოდერძი ჩოხელის ქუჩის იქეთ ტერიტორია. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 600 ათასი ლარი.
    პირდაპირი გაზომვის უბნების (DMA) იზოლაცია
    შპს „ბათუმის წყალი“-ს პროექტი