• ქართული
  • English
  •  
    დაზოგე წყალი
    ჩვენს პლანეტაზე არსებული წყლის რესურსების მხოლოდ 1% არის სასმელად გამოსადეგი და ამ მცირე რაოდენობის მხოლოდ 1% არის ადვილად მოპოვებადი. მიუხედავად ასეთი მცირე რაოდენობისა გლობალური მასშტაბით ეს რაოდენობა საკმარისია მტკნარ წყალზე არსებული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებად, თუმცა არათანაბარი გეოგრაფიული განაწილების, კლიმატური ცვლილებების, მსოფლიო მოსახლეობის ზრდის, ცხოვრების დონის გაუმჯობესების და სოფლის მეურნეობის სარწყავი არეალის გაფართოების გამო წყლის სიმცირე თანდათან იქცა მიმდინარე ათასწლეულის ყველაზე დიდ გამოწვევად.
    მტკნარი წყლის რესურსების სიმცირის გამო განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წყლის მომხმარების ეკონომიას.წყლის დაზოგვა არამარტო ამცირებს თქვენს ფინანსურ ხარჯებს, არამედ ამცირებს ელენერგიის მოხმარების შემცირებას და ეს თავის მხრივ აუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას გლობალური მაშტაბით.
    არსებობს წყლის დაზოგვის რამოდენიმე მარტივი გზა. შპს „ბათუმის წყალი“ გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
    აღმოფხვერით გაჟონვები - დარწმუნდით, რომ არ ჟონავს თქვენი მილგაყვანილობა – მათ შორის კანალიზაციის სისტემა, ონკანები, ტუალეტის ცისტერნა – მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თავი აარიდოთ წყლის არასასურველ ხარჯვას;
    დაკეტეთ წყალი, როდესაც კბილებს იხეხავთ ჯაგრისით - ამით თქვენ ყოველდღიურად ლიტრობით წყალს დაზოგავთ;
    მოკლე დროში გარეცხეთ ტანსაცმელი - თანამედროვე სარეცხი მანქანები ფლობენ „ეკო რეჟიმს“ - მაქსიმალურად გამოიყენეთ მათი ეს უპირატესობა;
    ყველა ონკანს დაუმონტაჟეთ აერატორი - იმისათვის, რომ ონკანში წნევით მოდიოდეს წყალი, რაც გამოიწვევს წყლის საუკეთესო ნაკადს;
    დაამონტაჟეთ დაბალი დინების საშხაპე - აერატორის მსგავსად უკეთეს დინებას უწყობს ხელს, აუმჯობესებს წყლის წნევას და ზოგავს დიდი რაოდენობით წყალსა და ელექტროენერგიას.
    შპს „ბათუმის წყალი“ თხოვნით მოგმართავთ შეაკეთოთ დაზიანებული სანიტარული ტექნიკა, რაციონალურად მოიხმაროთ სასმელი წყალი - მოუფრთხილდით ამ ძვირფას პროდუქტს.