• ქართული
  • English
  •  
    წყალარინება

    ბათუმის მერიამ შპს „ბათუმის წყალთან“ ერთად, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის თანახმად, 2007 წელს ბათუმის წყალარინების ახალი ქსელის გაყვანა დაიწყო.

    შპს „ბათუმის წყალი“ წყალარინების თორმეტ სატუმბოს უწევს ექსპლუატაციას: A და B სატუმბოებს (განთავსებულია ბათუმში), ახალსოფლის, კვარიათის, სარფისა და გონიოს ოთხ სატუმბო სადგურს, სატუმბო სადგურს გოგებაშვილის ქუჩაზე და ასევე ორ ახალ სატუმბოს ე.წ. ბენზესა და ბარცხანის დასახლებებში. A და B წყალარინების სატუმბოს რეკონსტრუქცია, პროექტის ფარგლებში, 2009 წელს ჩაუტარდა, ხოლო დანარჩენი სატუმბოების მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. წყალარინების სატუმბოების დანიშნულება, წყალარინების წყლების შეკრება და ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობაში გადატუმბვაა.

    აღნიშნული ერთ-ერთი ყველაზე რთული და მასშტაბური ობიექტის, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. პროექტი ავსტრიულმა კომპანიამ Posch&Partner Hydro Ingenieure შექმნა, ხოლო გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა 17 მილინი ევროთი დააფინანსა. გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2012 წელს დასრულდა. მას ეკოლოგიური თვალსაზრისით რეგიონში ანალოგი რთულად მოეძებნება.

    • პირველადი მექანიკური გაწმენდის დროს ჩამდინარე წყლები ქვიშის, ცხიმისა და ნარჩენებისგან იწმინდება, შემდეგ კი, შლამის შეგროვება და სტაბილიზირება ხდება.

    • მეორადი მექანიკური გაწმენდის დროს, წყალს საბოლოო სალექარებში მეორადი შლამი ჩამოშორდება.

    გაწმენდილი წყლის ყოველდღიურ მონიტორინგს ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ლაბორატორია, ევროკავშირის სტანდარტის - ზღვაში ჩასაშვები გაწმენდილი წყლის ზღვრული ნორმების თანახმად ახდენს.