• ქართული
  • English
  •  
    წყალმომარაგება

    სუფთა, სასმელად ვარგისი წყლის მოპოვება და მომხმარებლამდე დისტრიბუცია რთული პროცესია, რაშიც კომპანია „ბათუმის წყალი“ დიდ რესურსს დებს. „ბათუმის წყლის“ წყალმომარაგების მთავარი არტერია ჩაქვისა და ჩაისუბნის წყლის სათავე ნაგებობებია, სადაც წყლის აღება ზედაპირული კაშხლური სახით ხდება.

    შპს „ბათუმის წყლის“ წყალმომარაგების სამსახურები შედგება ჩაქვის, ჩაისუბნის და მეჯინისწყლის სათავე-ნაგებობებისგან სალიბაურის და ინჯალოს რეზერვუარებისაგან, რომელიც ამარაგებს ქალაქ ბათუმს, ჩაქვს, მახინჯაურს და ხელვაჩაურს ერთი თვის განმავლობაში აწვდის სამივე სათავე ნაგებობებიდან დაახლოებით 3 140 000 მ3 სასმელ წყალს.

    ჩაქვის სათავე ნაგებობაზე მოპოვება ხდება დაახლოებით 1160ლ/წმ წყალდაუმუშავებელი ნედლი წყლის კაშხლური ტიპის წყალმიმღებით, შემდეგ შემოედინება ქვიშის დამჭერ რეზერვუარებში, ქვიშის დამჭერიდან 1200მმ-ნი მილით მოდის და ხდება პირველადი დაქროლვა.

    სალექრების შენობამდე სადაც ნაწილდება ორ ნაწილად 800მმ-ნი მიღებით შედის გრიგალისებრ შემრევში გრიგალისებური შემრევიდან გადადის სალექრებში, სადაც ექვსი სექცია ორად გაყოფილი, სალექრებიდან გადადის ჰორიზონტალურ სალექრებში რომლებიც 3 სალექრიდან გადმოსულ წყალს აერთიანებს, შემდეგ შედის ფილტრებში, ფილტრებიდან შემკრებ კამერაში,  შემკრები კამერიდან მიდის ქალაქში 1200მმ/ნი მილით 1050ლიტ/წმ-ში.

    მუშაობის პრინციპი.

    ყოველი ძლიერი წვიმის დროს წყალმიმღების და ქვიშის დამჭერის გარეცხვა ხდება გეგმიურად თვეში ერთხელ, ფილტრები ირეცხება ყოველდღიურად. ფილტრების რეცხვა ხდება კოშკურით (აუზით) რომლის მოცულობა არის 360 მ3 ივსება ტუმბით,  რომლის წარმადობაა 320მ3/სთ 75კვტ/ძრავით.

    წვიმის დროს თუ სიმღრივე იზრდება წყლის მიწოდება ჩერდება, რადგან ფილტრები ვერ უზრუნველყოფს მის სათანადოდ გაწმენდას.

    ჩაისუბნის სათავე ნაგებობებზე წყალმომარაგება ხდება მდინარე ყოროლისწყლის და მდინარე ლეჩის კაშხულური  ტიპის წყალმიმღებიდან, რომელიც შემოდის რეაბილიტაციის ფარგლებში რეაბილიტირებული გამწმენდში ჯამში 260 ლ/წმში შემოდის შემრევში, შემდგომ სალექრებში, სალექრებიდან, ფილტრებში, ფილტრებიდან სუფთა წყლის რეზერვუარებში, საიდანაც მიეწოდება სალექრების რეზერვუარებს. სალექრების ირეცხება გეგმიურად თვეში ერთელ მაღალი წნევით. გარეცხვის დროს წყლის მიწოდება წყდება იმის გამო, რომ სალექარი იგივე განყოფილებაშია. ფილტრების გარეცხვა ხდება ნახევრად ავტომატური მეთოდით გასაღების პრინციპით, გასაღების პირველ გადატრიალებაზე იკეტება, რომელ ფილტრსაც ვრეცხავთ შემომსვლელი ფარი, ეღება დამცველი ურდული და იკეტება სუფთა წყლის რეზერვუარში მიმავალი ურდული, მეორედ გადატრიალების დროს ირთვება კომპრესორი, რომელიც წნევით ჰაერით შედის ფრაქციებში, შემდეგ გადატრიალებაზე ირთვება კომპრესორთან ერთად წყლის ტემპი დაახლოებით 12-13 წთ და მეოთხე   დატრიალების დროს ითიშება კომპრესორი, მუშაობს წყლის ტუმბი ფილტრის გასუფთავებამდე დაახლოებით 15 წთ.

    სალიბაურის და ინჯალოს რეზერვუარები, რომლის მოცულობა ჯამში 20000მ3-ია უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმის მოსახლეობას რეაბიტირებული ქსელებით გამრეცხველიანებული აბონენტების მომარაგებას დღე-ღამეში დაახლოებით 51000მ3, როდესაც ჩაქვის და ჩაისუბნის სათავე ნაგებობები მუშაობს მთელი დატვირთვით ინჯალოს რეზერვუარიდან დაბა ხელვაჩაურის ტერიტორიაზე ძველი ქსელის აბონენტების მომარაგება ხდება ინჯალოში ამავალი მეჯინისწყლის სათავე ნაგებობებიდან. წყლის შეწყვეტის შემთხვევაში ძველი ქსელის აბონენტებზე: ბონი, ბენზე , გარადოკი, წყლის მიწოდება ხდება ინჯალოს რეზერვუარიდან ჩაქვის ამავალი მილით უკუდინებით და იკეტება ბენზეში ცენტრალური მაგისტრალის 1200მმ-ნი ურდული.

    მეჯინისწყლის სათავე ნაგებობა ძირითადად ასრულებს სარეზერვო მომარაგებას ავარიული სიტუაციების დროს მაგალითად: თუ გაითიშა წყალმომარაგება ჩაქვის სათავე ნაგებობიდან ინჯალოს რეზერვუარებზე, არ შემოდის საკმარისი რაოდენობის წყალი ჩაქვის სათავედან და იკლებს დონე რეზერვუარებში ჩამოვიდა 3მ-ზე, დამატება და დონის გაზრდა ხდება მეჯინისწყლიდან. მეჯინისწყალზე არის 22 მოქმედი მიწისქვეშა ჭაბურღილი, რომლებშიც არის ტუმბო 160მ3/სთ 30 კვტ/ძრავის სიმძლავრის, რომლიდანაც ერთი სათადარიგოა და მხოლოდ ორის გაშვება შეიძლება.

    წყლის ხარისხის შემოწმება და ლაბორატორიული სინჯების აღება წყლის დამუშავების ყველა ეტაპზე ხდება. წყალგაყვანილობის ძირითადი, ახალი სისტემისთვის პოლიეთილენის მილებია გამოყენებული.

     

    ჩაქვის წყალსაცავი ჩაქვი-2 რეზერვუარი ჩაქვი-1 რეზერვუარი მახინჯაურის რეზერვუარი ჩაისუბნის წყალსაცავი სალიბაური ინჯალო მეჯინისწყალი